Monday, June 30, 2014

1.პროექტის სახელწოდება: ოქროს კვეთა.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ უძველეს ეპოქაში მსოფლიო ცივილიზაციის მიერ სხვა და სხვა სფეროში (ლიტერატურაში, არქიტექტურაში, მუსიკაში) ოქროს კვეთის გამოყენების მაგალითებს.
3.პროექტის აქტუალობა: ცხადად ჩანს მათემატიკის როლი კულტურის განვითარებაში.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, თანამშრომლობის უნარი, საინტერესო და საჭირო მასალების მოძიების, დალაგების, დახარისხების უნარ-ჩვევები. გაიფართოვონ თვალსაწიერი, შეიტანონ მრავალფეროვნება ცოდნის შეძენის პროცესში და გაუღრმავდეთ მათემატიკისადმი ინტერესი.
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16წელი
6.ვადები: 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში ოქროს კვეთის შესახებ, გამოიკვლევენ მისი აღმოჩენის ისტორიას, მოიძიებენ ფოტოებს და შექმნიან სლაიდ-შოუს პრეზენტაციისათვის.
 8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები: კვლევა-ძიება ინტერნეტში,დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე, ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ოქროს კვეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას მოსწავლეები ცხადად დაინახავენ, თუ როგორ იყენებდა ადამიანი მათემატიკას, მის კავშირს არქიტექტურასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გიორგი კობახიძე.
12.ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა: kobakidzegiorgi02@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: kobakhidzegiorgi02.blogspot.com